აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ყოველთვის იდეალური იყო, ვიდრე კირ სტარმერი გამოჩნდებოდა. სამწუხაროდ, ის უინსტონ ჩერჩილი არ არის, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტარმერი მზად იყო, გაეგზავნა ორი ავიამზიდი მხოლოდ „გამარჯვების შემდეგ“, როდესაც მათთვის საფრთხე აღარ იარსებებდა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს გრძელვადიანი, ძლიერი ურთიერთობა, რომელიც „უნდა იყოს საუკეთესო“. თუმცა, მისივე თქმით, ეს ურთიერთობა გაუარესდა სტარმერის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.
„სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის“,- აღნიშნა ტრამპმა.










