ჟერარ დეპარდიემ ოფიციალურად თქვა უარი სააპელაციო პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც 2021 წელს ფილმ "მწვანე ყვავების" გადაღებების დროს ორ ქალზე სექსუალური ძალადობის საქმეს ეხება და განცხადებაში სახელწოდებით "მე მესმის" (J'entends) ბოდიში მოიხადა. მსახიობს 18 თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და, შესაბამისად, საბოლოოდ იქნა ცნობილი დამნაშავედ.

"სამართალმა იზეიმა. დამნაშავედ მცნეს. მესმის და ვიღებ ამ განაჩენს", — დაწერა მსახიობმა და ღრმა და გულწრფელი ბოდიში მოუხადა მათ, ვინც "შესაძლოა, ამის შედეგად დაზარალდა".

"გადასაღებ მოედნებზე დიდი ხნის განმავლობაში პროვოკაციებისა და უხამსობის მიღმა ვიმალებოდი", — განაგრძო მან და აღიარა, რომ მის სიტყვებსა და ზოგიერთ ჟესტს უკვალოდ არ ჩაუვლია.

მსახიობი ირწმუნება, რომ არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ სურდა ტკივილის მიყენება ქალებისთვის, რომლებსაც ხვდებოდა. "მაგრამ მივხვდი, რომ განზრახვა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ტკივილი რეალურია".

"ამ ისტორიამ ბევრი ტანჯვა გამოიწვია, - აღიარებს ის - არ მაქვს შესაძლებლობა, დრო უკან დავაბრუნო. მივხვდი, რომ ვეკუთვნი სამყაროს, რომელიც გაქრა. ამიტომ გადავწყვიტე, უარი ვთქვა ამ საჩივარზე".

საჩივრის გამოხმობის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ გასაჩივრებას აღარ გააგრძელებს, რადგან პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი მოთხოვნილ სასჯელს შეესაბამებოდა. მოსარჩელეთა ადვოკატმა აღნიშნა, რომ იღებს ჟერარ დეპარდიეს მიერ საჩივრის გამოხმობას და თავადაც გაიწვევს საკუთარ სააპელაციო საჩივარს.