ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების პრესა ავრცელებს.

მსახიობმა, აქტივისტმა და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა მთავარმა დონორმა მთავარმა ჯორჯ კლუნიმ ხმა შემატა დემოკრატთა იმ მზარდ გუნდს, რომლებიც მოუწოდებდნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უარი თქვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.

„მე მიყვარს ჯო ბაიდენი", „მე მას მეგობრად ვთვლი და მჯერა მისი. მე მჯერა მისი ხასიათის. მე მჯერა მისი მორალის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან მოიგო მრავალი ბრძოლა, რომელშიც ჩაება", - წერს კლუნი „ნიუ-იორკ ტაიმსის" სტუმრის ესეიში და დასძენს:

„მაგრამ ერთადერთი ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებს, არის ბრძოლა დროსთან".

„ჯო ბაიდენი, ვისთან ერთადაც სამი კვირის წინ ვიყავი საქველმოქმედო ღონისძიებაზე, არ არის იგივე ჯო ბაიდენი, რაც იყო 2010 წელს".

„ის 2020 წლის ჯო ბაიდენიც კი არ იყო. ის იყო იგივე ადამიანი, რომელიც ყველამ ვნახეთ დებატებზე“, - ამბობს კლუნი და განაგრძობს:

„ჩვენმა პარტიის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ჩვენი დარწმუნება იმაში, რომ 51 მილიონმა ადამიანმა ვერ დაინახა ის, რაც ჩვენ ვნახეთ. ჩვენ ყველას ისე გვეშინია ტრამპის მეორე ვადის პერსპექტივა, რომ გადავწყვიტეთ უგულებელვყოთ ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი“.

მან მოუწოდა მთავარ დემოკრატებს, მათ შორის ჩაკ შუმერს, ჰაკიმ ჯეფრისს და ნენსი პელოსს, სთხოვონ ბაიდენს „ნებაყოფლობით გადადგეს".

„ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ ნოემბერში ამ პრეზიდენტთან ერთად“, - აფრთხილებს კლუნი და დასძენს, რომ კანონმდებლები, რომლებთანაც მას კერძო საუბარი ჰქონდა, იზიარებენ ამ შეხედულებას.

ჯორჯ კლუნი შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, აგრეთვე ჯულია რობერტს, ბარბარა სტრეიზანდს და სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად იყო 15 ივნისს გამართული იმ საქველმოქმედო საღამოს მთავარი მონაწილე, რომელზედაც  დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიისთვის თითქმის 28 მილიონი დოლარი შეგროვდა და რომელზე აუცილებლად ყოფნის მოტივით ჯო ბაიდენმა შვეიცარიაში უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციაში არ მიიღო მონაწილეობა.