შვეიცარიის ქალაქ დავოსში საერთაშორისო ფორუმი იწყება. ფორუმის ფარგლებში უმაღლესი დონის დისკუსიები გაიმართება უკრაინის, ვენესუელის, ღაზისა და ირანის საკითხებზე.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც კაბინეტის ხუთი მდივნისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისგან შედგება. მოსალოდნელია, რომ ტრამპი მთავარი ღონისძიების ფარგლებში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებს, მათ შორის გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის ლიდერებს და ევროკომისიის პრეზიდენტს.

ევროპელი ლიდერები და ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტთან და მის გუნდთან შეხვედრებს გრენლანდიის საკითხის განსახილველად გამოიყენებენ და მას ტარიფების შესახებ მუქარის უკან წაღებისკენ მოუწოდებენ. გეოპოლიტიკური რყევებისგან წარმოქმნილი გაურკვევლობის გარდა, ფორუმზე ასევე განიხილავენ გლობალური ეკონომიკის წინაშე არსებული სხვა გამოწვევების გადაჭრის გზებს. ხელოვნური ინტელექტი წელს კიდევ ერთი საკითხია, მოწინავე ტექნოლოგიებს რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნება.

თარგმანი: პირველი არხი