ამის შესახებ Yasno-ს გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კოვალენკომ, განაცხადა. 

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ კიევის 20 იანვრის დაბომბვის შემდეგ „ქალაქის საცხოვრებელი ფონდის დაახლოებით ნახევარი კვლავ გათბობის გარეშეა“, - განაცხადა სერგი კოვალენკომ.

მისი თქმით, დედაქალაქში საგანგებო გათიშვა გრძელდება და საათობრივი გრაფიკი ჯერ არ არის ძალაში. 173 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

კოვალენკომ აღნიშნა, რომ ენერგოკომპანიები ელექტროენერგიის მიწოდებას ყინვის მიუხედავად აღადგენენ და მოუწოდა კიევის მცხოვრებლებს, ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ ყველა ელექტრომოწყობილობა ერთდროულად არ ჩართონ, რათა არ გადატვირთონ ქსელი და არ გამოიწვიონ შემდგომი გათიშვა.

უკრაინული მედიის ცნობით, 20 იანვრის ღამეს რუსული თავდასხმის შედეგად კიევში 5635 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა გათბობის, ქალაქის მარცხენა სანაპირო კი წყლის გარეშეც დარჩა. ამ დროისთვის საცხოვრებელი შენობების მნიშვნელოვანი რაოდენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი.