ძლიერმა წვიმებმა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია და 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
მხოლოდ პეკინში, დედაქალაქის ვიცე-მერის, სია ლინმაოს თქმით, 44 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ცხრა კი ამ დრომდე დაკარგულად არის მიჩნეული.
ჰებეის პროვინციაში ქარიშხლის შედეგად კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა ჩენდეს ოლქში.
რეგიონის 18 მცხოვრებთან კონტაქტი ჯერ კიდევ არ არის დამყარებული.
პეკინის რაიონსა და მის შემოგარენში ნალექების პიკი 28 ივლისს დაფიქსირდა. სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის ჯილინისა და შანდონგის პროვინციებსაც დაატყდა თავს, სადაც ასევე იყო მსხვერპლი.