ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი რუსეთში ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, ვანგ ი რუსეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება.

„ვანგი, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე მმართველი კომუნისტური პარტიის საგარეო საქმეთა ოფისს, შეხვდება უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს უსაფრთხოების ყოველწლიურ მოლაპარაკებებზე“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე მოსალოდნელია, რომ ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს, რათა განიხილონ "ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი", რომელიც მოიცავს აზრთა დეტალურ გაცვლას უკრაინის საკითხებზე.