ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ევროპაში არავინ ფიქრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე.

მისი თქმით, ორშაბათს გამართულ პარიზის სამიტზე უკრაინის დახმარების შესახებ, ჯარების გაგზავნის საკითხს მინიმალური დრო დასჭირდა. როგორც ცნობილია, ეს იდეა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუვიდა.

მისი თქმით, პარიზის სამიტზე მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯარების გაგზავნის საკითხი არც ახლა და არც მომავალში განიხილება.

"ეს არ არის თემა, რადგან ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იდეა მიუღებელია. ევროპაში არავინ ფიქრობს უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, - - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერმა.

პრემიერმა არ ისურვა შეხვედრის დეტალებზე საუბარი, თუმცა განაცხადა, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

”მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა ხალხის დრამატიზება და შეშინება რაღაცებით, რაც არავის შეუთავაზებია და არ გვთავაზობს იმ ფორმით, რომლის ინტერპრეტირებაც მოხდა, - თქვა ფიალამ.