ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიამ, „პროგრესული ბულგარეთი“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად გაირკვა, რომ რუმენ რადევის „პროგრესული ბულგარეთს“ ამომრჩეველთა 44,594%-მა დაუჭირა მხარი.
მეორე ადგილ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარების“ და პარტია „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ ბლოკი გავიდა. ბლოკს ამომრჩეველთა 13,387%-მა მისცა ხმა.
მესამე ადგილზე გავიდა ასევე ორპარტიული ბლოკი, შემდგარი პარტიებისგან,„გავაგრძელოთ ცვლილებები“ და „დემოკრატიული ბულგარეთი“. მას ამომრჩეველთა 12,618%-ს მხარდაჭერა აქვს.
პარლამენტში ასევე ხვდებიან თურქული და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე ორიენტირებული „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის“ - 7,12% და ულტრამემარჯვენე „აღორძინება“ - 4,257%.
ბულგარეთის 240-ადგილიან პარლამენტში „პროგრესულ ბულგარეთს“ 131 დეპუტატი ეყოლება, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 39, 37, 21 და 12.
ითვლება, რომ რუმენ რადევი ევროსკეპტიკი, ნატოს პოლიტიკის კრიტიკოსი და რუსეთთან დიალოგის მომხრეა და უკრაინის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება




