ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას კრძალავს. ამის შესახებ France Press წერს.

საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ, ბულგარეთის პარლამენტში 159 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 22, ხოლო თავი შეიკავა 12-მა კანონმდებელმა. კანონის მიხედვით, ბულგარეთის განათლების სისტემაში აკრძალული იქნება იმ იდეების პროპაგანდა, რომელიც დაკავშირებულია არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან.

ბულგარელმა დეპუტატმა ასევე განსაზღვრეს თუ რას ნიშნავს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“. კანონის ტექსტი მიხედვით, „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრა, როგორც საყოველთაოდ აღიარებული და ბულგარეთის საკანონმდებლო ტრადიციაში დამკვიდრებული საპირისპირო სქესის პირებს შორის ემოციური, რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობის შესახებ ცნებისგან განსხვავებული“.