ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

გადაწყვეტილებას პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კონსერვატორი დეპუტატის პოლინ ლეთჰემის თქმით, თემთა პალატის გადაწყვეტილება იქნება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისადმი გზავნილი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომისთვის.

"საბჭოთა კავშირმა მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე გაანადგურა, ძალადობრივი შიმშილითა და იძულებითი გადასახლებით, რაც გვაგონებს უკრაინაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. სტალინს 30-იან წლებში, ისევე როგორც დღეს პუტინს პუტინმა, სურდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინული იდენტობის განადგურება", - თქვა ლეთჰემმა.