აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, ირანის საზღვაო ბლოკადის ბირთვული შეთანხმების დადებამდე გაგრძელების შესახებ, ნავთობის ფასების ზრდა მოჰყვა.
განცხადების გაკეთებისთანავე დაწყებული ფასების ზრდის შემდეგ, თბილისის დროით 01:10 საათისთვის დაფიქსირდა ფასი ბარელზე 120,3 დოლარი.
ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 108,446 დოლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ირანთან აშშ-ის და ისრაელის ომის დაწყებით გამოწვეულმა ნავთობის ფასების ზრდამ მსხვილი ნავთობის და გაზის კომპანიებს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა.
„ბიბისის“ ცნობით, ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის წყალობით, „ბრიტიშ პეტროლიუმის“ მოგებამ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 3,2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტად ზრდაა.
ფრანგული გამოცემა 20 Minutes-ის ცნობით, კომპანია „ტოტალ ენერჯიმ“ განაცხადა, რომ პირველ კვარტალში კომპანიის მოგებამ 5,8 დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51%-ით მეტია.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ნორვეგიულმა კომპანია „ექვინორმა“ და ბრიტანულ-ნიდერლანდულმა „შელმა“ მოსალოდნელზე მაღალი მოგების მიღების შესახებ განაცხადეს.




