მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასების ვარდნა გრძელდება.

პირველად აგვისტოს ბოლოდან, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 90 დოლარს ჩამოსცდა. დღეს თბილისის დროით 13:45 საათზე, 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე 89.6 დოლარი ღირდა, რაც 30 იმიტომ ერს დაფიქსირებულ ექვსთვიანი მაქსიმუმი (118 დოლარი) 24%-ით ნაკლებია.

ნავთობის ფასების  ვარდნის მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქების მოლოდინია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ირანზე ახალი დარტყმების განახლება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", თუ მოლაპარაკებები პროგრესი იქნება. ბაზარი ამას დიპლომატიური გამოსავლის შანსად აფასებს. 

მეორე ფაქტორი მიწოდების სიჭარბეა. JP Morgan-ის შეფასებით, ოქტომბერში გლობალური ჭარბი მიწოდება დღეში დაახლოებით 1,4 მილიონ ბარელს შეადგენდა. ამას ემატება ოპეკის მოპოვების ზრდა — „როიტერის“ კვლევის თანახმად, ოქტომბერში ოპეკის 11 წევრის მიერ მოპოვებული ნავთობის ოდენობა წინა თვესთან შედარებით დღეში 1,38 მილიონი ბარელით გაიზარდა და 22,87 მილიონ ბარელს მიაღწია (ძირითადად, საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ერაყის ხარჯზე).

ფასების ვარდნის მიუხედავად, რისკები სრულად არ გამქრალა. ჰორმუზის სრუტის მახლობლად გემებზე თავდასხმები გრძელდება და ტანკერების მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზარი ჯერ კიდევ მშვიდობის მოლოდინით ვაჭრობს და არა რეალურად მიღწეული შეთანხმებით. მაგალითად, Goldman Sachs-მა, პირიქით, დეკემბრის პროგნოზი გაზარდა — ბრენტის მარკის ნავთობისთვის 90-დან 105 დოლარამდე, ხოლო WTI-სთვის 81-დან 94 დოლარამდე.

მოამზადა რაულ კაპანაძემ