ბოსნია და ჰერცეგოვინას მთავრობამ „აგენტების კანონი" გაიწვია. მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს გამოაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა. მას მიზეზი არ დაუსახელებია. ამის შესახებ Euractive წერს.

კანონპროექტი რესპუბლიკის პრეზიდენტის მილორად დოდიკის, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულია და მას პერიოდულად ხვდება, მიერ შემუშავებული პოლიტიკური ნაბიჯებიდან ერთ-ერთი იყო.

"გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა კონსულტაცია სერბთა რესპუბლიკის მთავრობასთან და ეროვნული ასამბლეის მმართველ უმრავლესობასთან კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა არაკომერციული ორგანიზაციების სპეციალურ რეგისტრაციასა და საქმიანობის გასაჯაროებას. ყველა კანონთმცოდნე, ვინც ეს კანონპროექტი განიხილა, თანხმდება, რომ ის სრულად შეესაბამება აშშ-ში მოქმედ კანონს და ის ფორმითა და კანონიერი ნორმებით უფრო ლმობიერია. თუმცა, ჩანს გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც ეხება ევროპულ ნორმებს და რადგან სერბთა რესპუბლიკა ევროპული გზის ერთგულია, შევთანხმდით, რომ გაგვეწვია კანონპროექტი და დამატებით შეგვეწყო ის ევროპული კანონმდებლობისთვის. ასე რომ, კანონპროექტი გაწვეულ იქნა დამატებითი კოორდინაციისთვის და გარკვეული დროის შემდეგ ის პროცედურას კვლავ დაუბრუნდება." – წერს დოდიკი საკუთარ X-ზე.