ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი" იუწყება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესისგან უსაფრთხოების პაკეტისთვის 105 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა. 

თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის ინფორმაციით, მოთხოვნის სრული აღწერა ასეთია: 

○ 60 მილიარდი დოლარი - უკრაინის დაფინანსება 
○ 14 მილიარდი დოლარი - ისრაელის დაფინანსება 
○ 10 მილიარდი დოლარი - ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის  
○ 14 მილიარდი დოლარი - ნარკოტიკების და ფენტალინის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართული სასაზღვრო დაფინანსება 
○ 7 მილიარდი დოლარი - ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და ტაივანისთვის