აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც როგორც ცალკეულ პირებს, ისე კრიპტოვალუტის ბირჟებს ეხება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაწესდა ოთხ ირანელ მოქალაქესა და ოთხ კრიპტოვალუტის ბირჟაზე - Nobitex-ზე, Bitpin-ზე, Ramzinex-სა და Wallex-ზე.
უწყების განცხადებით, შეზღუდვები შესაძლოა გავრცელდეს უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფიზიკურ პირებზეც, თუ ისინი აღნიშნულ პლატფორმებთან გარკვეულ ტრანზაქციებს განახორციელებენ.
აშშ-ის მხარე ამ ნაბიჯს ირანის ფინანსური ქსელების წინააღმდეგ მიმართულ ზომად აფასებს.
შეგახსენებთ, მაისის ბოლოს აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოვლენების განვითარების მიხედვით, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ არსებული ზოგიერთი სანქცია გააუქმოს.




