ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი" ავრცელებს.
დღეს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ვირჯინიას ნება დართო გამოიყენოს პროგრამა, რომელიც შტატის ოფიციალური პირების თქმით, მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სიიდან მოქალაქეობის უქონლობაში ეჭვმიტანილი პირების ამომრჩეველთა სიებიდან ამოღებას.
გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა კონსერვატიული მოსამართლეების უმრავლესობის კომენტარის გარეშე, საშუალებას მისცემს ვირჯინიის შტატის საარჩევნო ადმინისტრაციას ამოიღოს ამომრჩევლების სიიდან ზოგიერთი ის პირი, რომლის მოქალაქეობას საეჭვოა.
ლიბერალმა მოსამართლეებმა სონია სოტომეიორმა, ელენა კაგანმა და ქეტანჯი ბრაუნ ჯექსონმა განსხვავებული მოსაზრებები გამოაქვეყნეს.
რესპუბლიკელებმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, წარმოაჩინეს ძალისხმევა ვირჯინიაში, როგორც ჭკვიანური გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ არამოქალაქეებმა ხმა არ მისცენ, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ, ამომრჩეველთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა და ქვედა დონის სასამართლოებმა განაცხადეს, რომ ვირჯინიის პროგრამა მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობისთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევის საფრთხესაც შეიცავს.
ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა გლენ ალენ იანგკინმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა "საღი აზრისა და არჩევნების სამართლიანობის გამარჯვება".
შტატის ამომრჩევლებს „არჩევნების დღეს ხმის მიცემისას შეუძლიათ გაცნობიერებული ჰქონდეთ, რომ ვირჯინიის არჩევნები არის სამართლიანი, უსაფრთხო და თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევისგან“.