აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისმა ძალებმა დღეს სამი ირანული ნავთობტანკერი დაბომბეს.

ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანულმა მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა რაკეტებმა ირანული ნავთობტანკერს დაარტყა ხარგის კუნძულთან.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის გზავნილი ნათელი იყოს: თუ თქვენ ჩვენს ორ გემს დაცხრილავთ, ჩვენ კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ ზიანს მოგაყენებთ თქვენი სამი გემის განადგურებით“, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა ბრედ კუპერმა.

სამივე ტანკერი იმ „მრავალმილიარდიანი ჩრდილოვანი ქსელის ნაწილია, რომელიც აფინანსებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და მის რეგიონულ მოკავშირეებს“, - ირწმუნება ცენტრალური სარდლობა.

„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, დასვენების დღეების წინ საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა: პარასკევს დიზელის საწვავმა რეკორდულ ნიშნულს - 5.85 დოლარს მიაღწია გალონზე (4.04 ლარი ლიტრზე - „აიპრესი“) და ამერიკის საავტომობილო ასოციაცია პროგნოზირებს, რომ ავტომოგზაურები შაბათს და კვირას რეკორდულად მაღალ ფასებს წააწყდებიან.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.