აშშ-ის კონგრესში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციის პროექტი შეიტანეს. დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, თომას მასიმ წარადგინა, იტყობინება სააგენტო dpa.
34-გვერდიანი პროექტი მოიცავს რვა მუხლს, რომელთაგან სამი ირანთან ომს ეძღვნება — მასი ჰეგსეტს კონგრესის ნებართვის გარეშე მის დაწყებაში ადანაშაულებს. დოკუმენტში ასევე ნახსენებია იემენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები; აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმები, როგორც მტკიცდება, ნარკომოვაჭრეთა გემებზე კარიბის ზღვაში და ასევე ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობა.
"ის ბოროტად იყენებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებებს, უგულებელყოფს კონგრესის რეზოლუციებს ომის გამოცხადების უფლებასთან დაკავშირებით, იტაცებს უცხოელ ლიდერებს და აშინებს ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკოსებს, დევნის რა მათ სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო", - განაცხადა მასიმ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰეგსეტის გათავისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა. თეთრი სახლის მეთაურმა მასის სრული ხელმოცარული უწოდა. თავად ჰეგსეტმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობები მას არ აწუხებს და 10 ნოემბერს პენტაგონში ამ თემაზე ბრიფინგი დააანონსა.




