ამის შესახებ ინფორმაციას არაბულული ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ
საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ირანის მთავრობამ დაადასტურა თავდასხმები რიგ სამიზნეებზე, მათ შორის ბაჰრეინზე, ქუვეითზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, სადაც ამერიკული საჰაერო ბაზებია განლაგებული.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და აშშ-ის ყველა სამხედრო სამიზნეზე „ირანის ძლიერი სარაკეტო დარტყმები“ განხორციელდა.
„ეს ოპერაცია დაუნდობლად გაგრძელდება მანამ, სანამ მტერი საბოლოოდ არ დამარცხდება“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული ყველა აშშ-ის ობიექტი ირანის სამხედროებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ითვლება.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დედაქალაქ აბუ-დაბიში, ირანიდან გაშვებული რამდენიმე რაკეტის ჩამოგდების შემდეგ, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
ბაჰრეინი აცხადებს, რომ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმა აშშ-ის საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის შტაბ-ბინაზე.
აფეთქებების ხმა ისმოდა ქუვეითში, სადაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობაა განთავსებული.
ყატარში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაზე რამდენიმე თავდასხმა „ჩაშალა“.
იორდანიის არმიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩამოაგდეს ორი ბალისტიკური რაკეტა.
alarabiya-ის ცნობით, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმკაცრესად დაგმო ირანის სასტიკი აგრესია და არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, კატარის, ქუვეითისა და იორდანიის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა მოძმე ქვეყნების მიმართ და აღნიშნა, რომ უზრუნველყოფს მათ ყველა შესაძლებლობით.




