თურქეთი კატეგორიულად არ ეთანხმება გერმანული მხარის პოზიციას, ბერლინსა და ანკარას შორის პოლიტიკის შესწორების თაობაზე. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პრესმდივანმა განაცხადა.

"ჩვენ ვერ ეთანხმება იმ მოსაზრებას...იმედი გვაქვს, რომ გერმანელები თავიანთ სიტყვას უკან წაიღებენ ",-განაცხადა დღეს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე იბრაჰიმ კალინმა.

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ბერლინი ანკარასთან ურთიერთობებს გადახედავს. მინისტრმა განმარტა, რომ ამიერიდან ანკარასთან ურთიერთობების ისე განვითარება, როგორც ადრე იყო, შეუძლებელია. მისი თქმით, თურქეთთან სესხებისა და ეკონომიკური დახმარების პირობები უნდა გადაიხედოს.

გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეკომენდაციებს აძლევს ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომელთაც თურქეთში გამგზავრება სურთ.

19 ივლისს, გერმანიაში თურქეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შემთხვევა თურქეთში გერმანელი ადამიანთა უფლებადამცველი პიტერ შტოიდტნერის დაკავების შემდეგ მოხდა.