ამის შესახებ სერბეთის მედია იუწყება.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის სიის პირველი ნომერი და მისი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი იქნება.
ასეთი გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული სერბეთის პროგრესული პარტიის მთავარი საბჭოს სხდომაზე დამსწრე 527 წევრის მიერ.
სერბეთის მედიის ინფორმაციით, ეროვნული კრების (ერთპალატიანი პარლამენტი) ვადამდელი არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




