გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ჰორმუზის სრუტის სწრაფად გახსნის მოლოდინი არ გამართლდა და როგორც შედეგი, ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო.

ირანი უკან დახევას და ჰორმუზის სრუტის კონტროლზე უარის თქმას არ თანხმდება; დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი თეირანთან მხოლოდ „ნაწილობრივ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს და ირანის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ირანის მოსახლეობაზე დარტყმის შედეგებს ელოდება;
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოფიციალურად უარყო აშშ-ს შუამავლობით შემუშავებული ღაზას სამშვიდობო გეგმა და განაცხადა, რომ ისრაელის ჯარების გაყვანა მანამ არ მოხდება, სანამ ჰამასი სრულად არ განიარაღდება.

ყოველივე ამის ფონზე კი ბაზრებზე ჰორმუზის სრუტის უახლოეს დღეებში გახსნის მოლოდინი იკლებს და ნავთობის ფასები კვლავ ზემოთ გარბის.

დღეს, თბილისი დროით 18:19 საათზე, ლონდონის ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელს 86 დოლარს მიუახლოვდა

 მოამზადა რაულ კაპანაძემ