უნგრული და პოლონური სააგენტოები უნგრეთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ იუწყებიან.

წუხელ, უნგრეთში, ადგილობრივი დროით 01: 00 საათზე, პოლონური ავტობუსი, რომელშიც 75 მგზავრი იყო, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ტრაგიკული ავტოავარიის შედეგად 12 კაცი დაიღუპა, 6 მძიმედ დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

განახლება 12:28

ბოლო ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია 7 კაცი.ავტობუსში მომლოცველები იყვნენ.

წყარო: "ტელექსი"/"ძენნიკი"

მოამზადა რაულ კაპანაძემ