"OPEN AIR ძალიან კარგი ღონისძიებაა, რომელმაც ქვეყნის კულტურულ კალენდარში ადგილი აქტიურად დაიმკვიდრა. თუმცა, დავით ცინცაძის კომპეტენციასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვები მაქვს", - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა და თავისი განცხადება ასე განმარტა:
"HIT ბათუმის" ფარგლებში, როცა როკმუსიკასთან ასოცირებულ ჯგუფს როკღონისძიებების ჩატარება ვთხოვეთ, განსახორციელებლად გამზადებული პროექტი ბატონი დავითის ხელში მოხვედრის შემდეგ, რატომღაც, 30 %-ით გაძვირდა და პროექტის უკან წამოღება მოგვიწია, რათა გაძვირებული 30 % მოგვეხსნა. ასე რომ, სანამ ვინმე პრეტენზიას გამოთქვამს, სჯობს, საკუთარ და სხვების გამოცდილებას გადახედოს და შეფასებები ამის შემდეგ გააკეთოს."- ასეთი განცხადება გააკეთა მიხეილ გიორგაძემ.
მიხეილ გიორგაძის ამ განცხადებას თავისი სოციალური ქსელით უპასუხა "OPEN AIR -ის ერთ-ერთმა ორგნიზატორმა დავით ცინცაძემ და პასუხს თან დაურთო ხარჯთაღრიცხვის საბუთი:
"მეგობარმა მომწერა კულტურის მინისტრს გადაცემა "20:30" ში ვუხსენებივარ ჩემს პოსტთან დაკავშირებით, ბუნებრივია დამაინტერესა და ვუყურე.
მინისტრი ამბობს (ციტატა) " დავით ცინცაძეს სამწუხაროდ არ ვიცნობ პირადად, ოფენ ეარი ძალიან კარგი ფესტივალია, რომელმაც მოახერხა თავის დამკვიდრება, თუმცა მის კომპეტენციასთან მე პირადად გარკვეული კითხვები მაქვს.
ჟურნალისტი - "რას გულისხმობთ?"
მინისტრი - "კონკრეტული მაგალითი: ჰიტ ბათუმის ფარგლებში, ჩვენ ვთხოვეთ როკთან ასოცირებულ ჯგუფს რათა როკ - ღონისძიებები ჩაეტარებინათ და პრაქტიკულად გამზადებული პროექტი ჩავაბარეთ მათ განსახორციელებლად, ჯგუფ ოკეან ელზიზე იყო ლაპარაკი, დავით ცინცაძის ხელში მოხვედრისთანავე 30 პროცენტით გაძვირდა." (ციტატის დასასრული)
ეხლა რა მოხდა აქ და რატომ არის ეს კიდევ უფრო დიდი უნამუსობა : ) ეს ხალხი შარშან დაგვიკავშირდა ჩვენ (თვითონ) და გვთხოვეს არტისტების დაბუქვა (მოლაპარაკების წარმოება), ჯგუფ ოკეან ელზის. ბუქინგი მალევე გავაკეთე და ოკეან ელზისაც შევუთანხმდი. შევუთანხმდი 25 000 ევროზე (სქრინი ქვემოთ), რომელზეც დასტური მივიღე. სქრინში აგრეთვე ჩანს რომ დასტურამდე იმას ვწერ რომ ლიმიტი მაქვს შემკვეთისგან და 25 000 ევროზე მეტს ვერ გადავიხდი.
ამის შემდეგ რაც ეს ვაცნობეთ, ამ ხალხმა (სამინისტრომ) აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო უცებ გააუქმა ჩვენთან თანამშრომლობა და თვითონ ჩაატარეს/გააკეთეს ეს ივენთი. ხოლო აი მეორე სქრინი ქვემოთ, კულტურის სამინიტროს ხარჯთაღრიცხვა/ბიუჯეტიდანაა, სადაც ჩანს რომ 37500 ევრო აქვთ გადახდილი ამ ჯგუფში.
ახლა ეს კაცი პირდაპირ ეთერში ამბობს რომ მე გავაძვირე პროექტი, როცა აგერ უმარტივესი დოკუმენტები მიუთითებს რომ თვითონ ბევრად მეტი გადაიხადეს, ვიდრე მე ვთავაზობდი. მე ფულის დაზოგვას ვცდილობდი, არაო, წაიღეს და თვითონ 50% ით მეტი თხლიშეს შიგნით - და თან ეხლა ეს ჩემზე ამბობს პროექტი გააძვირაო. უსამართლობის დეფინიციაა პირდაპირ აბა რა ვიცი რა ვთქვა მეტი : )
ახლა ეს სქრინები ძალიან მარტივად ნიშნავს რომ
ან) მინისტრი იტყუება
ან) ანგარიშში არის არასწორი ციფრი მითითებული
ან) მინისტრს აქვს არასწორი/გადაუმოწმებელი ინფორმაცია (მარა რაღას მაბრალებ შე კაი კაცო მაშინ?)
ჰოდა ბიძიებო, გამანებეთ თავი, ისევ თქვენ გიბრუნდებათ ცუდად ხო ხედავთ აგერ ა. მე დღევანდელი პოპულარობაც ყელზე დამადგა უკვე და არანაირი რეაქცია არ მექნება თქვენს ასეთ გამოსვლებზე, არ ვარ მე ამ ზელვას და ინტრიგებს მიჩვეული კაცი და თქვენი "დამპლური თამაშები" თქვენვე ითამაშეთ, ოფენ ეარი მაქვს მისახედი. ერთი პოსტი დავწერე და ეგრევე არ მომაკერეს თბილისი-ბომბეის გვირაბი შენება ბიჭოს : )
პ.ს. ერთადერთი მეცნიერულ-ფილოსოფიური კითხვა მაქვს: თუ არ ვიცნობო ამბობ შე კაცო, თან კომპეტენციაში ეჭვი მეპარებაო ამბობ და თან პროექტი ჩავაბარეო ამბობ, რანაირადაა ეს სამივე ერთად, შროდინგერის პრომოუტერი ვარ თუ როგორაა ჩემი ამბავი?" - წერს დავით ცინცაძე.