ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას” "სოტბის" აუქციონზე 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ინფორმაციას „სოტბის“ აუქციონი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
ტილო, სახელწოდებით ’’შველი წყლის პირას’’ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი და მისი საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის 146 ნამუშევარია დაცული. 16 ტილო სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი.
2006 წლიდან ფიროსმანის გამოფენამ წარმატებით იმოგზაურა კიევში, სტამბოლში, მინსკში, ვეზელესა და ვილნიუსში. ამ ქვეყნებში მას 350 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.
2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ოზაანში ქვრივიშვილების მარნის კარზე გაკეთებული წარწერა ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის. ექსპერტთა 4-კაციანმა ჯგუფმა ეს დასკვნა 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოიტანა. ხელოვნებათმცოდნეები ახლა ქვრივიშვილების ოჯახის გადასაწყვეტილებას ელოდებიან. მათ შეუძლიათ მარნის კარი დაიტოვონ, გაყიდონ ან ნიკო ფიროსმანის მუზეუმს გადასცენ.
2011 წლის 31 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას, ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ადრე გაუჩინარებული ტილო - „დაჭრილი ჯარისკაცი“ იპოვეს. ტილოს ჩაუტარდა ექპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი ორიგინალია. იმავე დღეს „დაჭრილი ჯარისკაცი“ საქართველოს ეროვნულ გალერეას გადაეცა.




