"ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს, სახელმწიფოსი და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს",- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და სასულიერო პირებთან შეხვედირსას განაცხადა. 

ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო. ჩემ ჯანმრთელობის. მე იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გავიკეთე ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არა მარტო ეკლესიის, არამედ ერისა და სახელმწფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში. 

 

ვფიქრობ, თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას. უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან. კითხულობენ, რა ხდება საქართველოში და ჩვენ არ გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავიხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს, სახელმწიფოსი და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველა მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას. ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს",- განაცხადა პატრიარქმა.