საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გზის საფარი ამჯერად ნინო ზაალიშვილის ქუჩაზე იგება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის ახალი საფუძველი, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ასფალტის დაგების სამუშაოები. პროექტი 1400 კვ. მ ფართობის ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნო.