ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N23 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. 

შედეგად, წვიმიან ამინდში წყლის დაგუბების პრობლემა მოგვარდება. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას მეოთხე კვარტლის N10 კორპუსის ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც განახლდა სავალი გზა და ტროტუარები.

პროექტის შედეგად, გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა. კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.