ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩის N32-ში მოეწყო დასასვენებელი სივრცე და განახლდა საერთო სარგებლობის კიბე.
აღნიშნული კიბე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გაბუნიების ქუჩის N32-დან ავთო ვარაზის ქუჩამდე მანძილს საკმაოდ ამცირებს.
რაც შეეხება ახალ დასასვენებელ სივრცეს, სკვერში განთავსდა შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო პავილიონი მაგიდით და სკამებით, საბავშვო გასართობი მოედანი, ასევე ტერიტორიაზე 30 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად შეხვდა.








