ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კეკელიძის ქუჩა N25-ში, ძველი ავტოფარეხების ადგილზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე საპარკო ავეჯი განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.
საერთო ჯამში, განხორციელდა 26 ავტოფარეხის დემონტაჟი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განახლდა წყალარინების ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი. შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის წევრ, ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.





