საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ"  ამის შესახებ თურქეთის შავი ზღვის რეგიონის თხილის ექსპორტიორთა კავშირზე დაყრდნობით იტყობინება.

თურქული თხილის ექსპორტმა გასულ წელს 1,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თურქეთის შავი ზღვის რეგიონის თხილის ექსპორტიორთა კავშირის ცნობით, თურქეთმა 2022 წელს 127 ქვეყანაში 312 564 ტონა თხილი გაიტანა.
 
თურქეთში თხილის ექსპორტის სეზონი 1 სექტემბერს იწყება.

2022-2023 წლების სეზონის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ექსპორტმა წონით 130 606 ტონას მიაღწია, ხოლო ფასში - 742 მილიონ 10 ათას 356 დოლარს.

სეზონის განმავლობაში საზღვარგარეთ მინიმუმ 290-300 ათასი ტონა თხილის მიწოდება იგეგმება.