საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მისი თქმით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.
„ზოგადად მნიშვნელოვანი სტრატეგიაა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს როგორც საგზაო უსაფრთხოება, ასევე დავნერგოთ ის ახალი სისტემები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს გზებზე არსებული მდგომარეობა და შესაბამისად, დავნერგოთ ის საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ციფრი 25%-მდე შემცირდეს. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ როგორც სიჩქარის შემცირების პრევენციებზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა უსაფრთხოება იყოს დაცული საქართველოს გზებზე“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.








