საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა.
წინა თვესთან შედარებით სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფში 1,4 პროცენტით, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფში კი 0,8 პროცენტით. წინა თვესთან შედარებით ფასები 1,1 პროცენტით შემცირებულია ტრანსპორტზე (ექსპლოატაცია, შეძენა).
წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია ფასების 8,3 პროცენტით ზრდამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში და 9 პროცენტით ზრდამ ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში. 5,9 პროცენტით არის გაზრდილი ფასები სხვა საქონლის და მომსახურების ჯგუფში და 6 პროცენტით სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფში.