„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) იანვრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველოში წარმოებული იყო 923,539 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 21,4%-ით ნაკლებია წინა წლის იანვარში წარმოებულთან (1,174902 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2025 წლის იანვრის განმავლობაში იმპორტირებული იყო 334,549  მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელზე (160,127 მლნ კვტსთ) 109%-ით მეტია.

იმპორტირებულ ელექტროენერგიაში რუსეთი წილი (189,695 მლნ კვტსთ) შეადგენს 56,7%-ს, აზერბაიჯანის წილი (144,853 მლნ კვტსთ) კი 43,3%-ს.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 99,6% (188,975 მლნ კვტსთ) და ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის (41,205+12,302=53,507 მლნ კვტსთ) 94,8% (50,733 მლნ კვტსთ) მოიხმარა.

ენგურჰესმა იანვარში 41,205 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საიტზე დაცული 1996-2025 წლის მონაცემების თანახმად, 30 წლის მანძილზე, იანვარში, ენგურჰესზე ასეთი მცირე ოდენობით ელექტროენერგიის გამომუშავება  პირველად დაფიქსირდა.

ჰიდროელექტროსადგურებიდან ყველაზე მეტი ელექტროენერგია (76,850 მლნ კვტსთ) ვარციხე ჰესმა გამოიმუშავა.

იანვარში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 1 მილიონ 101 ათასი  კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს მუშაობა შეჩერებული ჰქონდა.