ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი "შავი პარასკევი" 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად.
"შავი პარასკევი" მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, სადაც მრავალი მაღაზია ამ დღეს აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს სხვადასხვა პროდუქციაზე. თანდათან ამ ტრადიციამ მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც მოიცვა. თბილისში, "შავი პარასკევის" ფასდაკლებებში თითქმის ყველა მაღაზიაა ჩართული, მათ შორის Mandarina (10%, 20%-იანი ფასდაკლება), Buyers (50%-მდე), Redberry (10%, 20%), დანიური სახლი (70%-მდე), ბიბლუსი (30%-დან 50%-მდე) და სხვა. "შავ პარასკევს" აგრეთვე უერთდება სავაჭრო ცენტრებიც. 23 და 24 ნოემბერს გალერია თბილისში შოპინგი 00:00-მდე გაგრძელდება. ორი დღის განმავლობაში სავაჭრო ცენტრში განთავსებული მაღაზიების უმეტესი ნაწილი მომხმარებლებს 10%-დან 60%-მდე ფასდაკლებებს შესთავაზებს: H&M (20%), Calvin Klein jeans (50%-მდე), United Colors of Benetton (15%), New Yorker (50%), Yves Rocher (30%), OVS (60%-მდე), Lutecia (30-50%), Home (20%), ქალთა ბედნიერება (50%-მდე), დელფოსი (25%), Timberland (20%) და სხვა.