ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, ათიდან ერთი მოქალაქე ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის აღწერის დროს ამბობს, რომ საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის.
კერძოდ, 12% ამბობს, რომ საკვებზე ფული არ ჰყოფნის, 28%-ს ფული ჰყოფნის საკვებზე, მაგრამ არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. 45% აცხადებს, რომ ფული ჰყოფნის საკვებზედაც და ტანსაცმელზეც, მაგრამ არ აქვს საშუალება ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინოს.
10%-ის თქმით, საშუალება აქვთ შეიძინონ ძვირად ღირებული საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორებიცაა მაცივარი და სარეცხი მანქანა, მხოლოდ 3% ამბობს, რომ საშუალება აქვს შეიძინოს, რაც სჭირდება.
ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკის მდგომარეობას "საშუალოდ" აფასებს - კერძოდ, 49% ამბობს, რომ მდგომარეობა საშუალოა, 42%-ის აზრით, ცუდი, მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ეკონომიკის მდგომარეობა კარგია, ხოლო 2%-მა არ იცის.