ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს კაპიტალის“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასის ზრდა გრძელდება.
27 იანვრის ვაჭრობის შემდეგ „საქართველოს კაპიტალის“ აქციის ფასი 33,75 გირვანქა სტერლინგი გახდა, რაც ახალი ისტორიული რეკორდია.
„საქართველოს ბანკის“ აქციის ფასი 99.70 გირვანქა სტერლინგი გახდა, რაც ასევე ისტორიული რეკორდია.
ვაჭრობის შედეგად „თიბისი ბანკის“ აქციების ფასის ზრდაც დაფიქსირდა, თუმცა არა ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებლამდე. „თიბისი ბანკის“ აქციის ფასი 42,85 გირვანქა სტერლინგი გახდა. უფრო მაღალი ფასი „თიბისი ბანკის“ აქცია ბოლოს 2025 წლის 5 ნოემბერს ღირდა.




