„ვინც უნდათ, დაასახელონ პრემიერად, სადაც უნდათ და ვისთანაც უნდათ შეიკრობონ. ყველაზე მთავარი არის მოსახლეობის განწყობა და დამოკიდებულება ამ რადიკალების მიმართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახალების პერსპექტივაზე ჰკითხეს.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და მის გარშემო შეკრებილი ოპოზიცია რეალურად ერთ, გარედან მართულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს.
„ესენი ყველანი ერთნი არიან, ვიცით, საიდან და როგორ იმართებიან. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გუშინ შალიკოსთან იკრიბებოდნენ, დღეს სალომესთან იკრიბებიან, ხვალ-ზეგ კიდე ვიღაცასთან შეიძლება შეიკრიბონ. ამაზე არავინ არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.