საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. რეგისტრაცია დასრულებულია დაპირველადი მონაცემებით, კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა.
აღსანიშნავია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 18 კომპანიის 60 ღვინოსაც შეაფასებენ. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.
კონკურსის ბრენდამბასადორის, მარიამ გუჯაბიძის თქმით, რეგისტრაციის წლევანდელი შედეგები რეკორდულია. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო მარნებს საშუალება აქვთ, ასეთი დონის კონკურსზე წარადგინონ საკუთარი ღვინო და მოიპოვონ საერთაშორისო ბაზრებზე აღიარებული ჯილდო. წელს ამ კუთხით ფასდაუდებელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, შედეგებიც უკეთესი იქნება შარშანდელთან შედარებით“, - აღნიშნა მარიამ გუჯაბიძემ.
შარშან კონკურსზე 150 -ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. IWSC-ის მედლებიკი ასე განაწილდა: 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო. პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.
ჟიური, რომელიც წელს ღვინის წარმოდგენილ ნიმუშებს შეაფასებს, უკვე ცნობილია. აღსანიშნავია, რომ უცხოელი მსაჯების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება, ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერიუხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი- ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით,ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.
IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროსპროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსისIWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორიაგურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.
IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება.