ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აშშ - ში, ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მე-9 ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მნიშვნელოვან როლს. ირაკლი ნადარეიშვილმა დამსწრე დელეგატებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყნის პრიორიტეტული ტექნოლოგიური სფეროები, რომლებიც მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, ბაქტერიოფაგებსა და აგრო-ტექნოლოგიებს და გააჟღერა 2030 წლისთვის, ქვეყნის მშპ-ში, კვლევებსა და განვითარებაზე მთლიანი დანახარჯები წილის1,5% სამიზნე მაჩვენებელი.ასევე, ფორუმის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ეკონომიკურ განვითარების საკითხებში ნავიდ ჰანიფსა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელთან ტექნოლოგიების სფეროში ამანდიფ საინ ჯილთან. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ფორუმის შედეგები შეუწყობს ხელს რეგიონულ და გლობალურ თანამშრომლობას და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების გზით.შეხვედრებში მონაწილეობდნენ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია და საქართველოს ელჩი გაეროში დავით ბაქრაძე.