ქვევრის ღვინის 13 მწარმოებელი კომპანია და მარანი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივიღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა.
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ,გასცნობოდნენ ქართული ღვინოებს, წარმოებისუძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა დაისტორიას.
ქართველი მეღვინეების განცხადებით, ქართულიღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.
პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობისგათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენააშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულსაექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
გამოფენაზე ,,RAW Wine” მაღალი ხარისხისბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოებისმწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენისორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრისაფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია.