მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. ბიუროკრატიის ინდექსი, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის  მიმართულებით.

Economist Intelligence Unit-ის (ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის) კვლევამ, მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეაფასა ორი მიმართულებით 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.
საქართველომ ბიუროკრატიის ინდექსი მიხედვით შეფასების 100%-იანი სკალიდან  75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო სახელმწიფოებს შორის  20-ე , ხოლო ევროპაში 13-ე პოზიციაზე გავიდა. 

საქართველომ რეიტინგში გაასწრო ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშრის წევრ 18 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ბელგია, კვიპროსი, უნგრეთი, ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთ მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა შეერთებული შტატები, ავსტრია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, სლოვენია.  

საქართველო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება.