7 ოქტომბერს BS/2-მ და SUNMI-მ თბილისში ოფიციალურად გახსნეს საქართველოში პირველი SUNMI Home - მუდმივმოქმედი სადემონსტრაციო სივრცე სავაჭრო და საგადახდო ტექნოლოგიების გასაცნობად და გამოსაცდელად. თბილისის ცენტრი რეგიონში მეორე SUNMI Home-ია, რომელიც BS/2-სთან თანამშრომლობით შეიქმნა: პირველი 2025 წელს აზერბაიჯანში, ბაქოში გაიხსნა.
გახსნას SUNMI-ის, BS/2-ის, ASHBURN International-ის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. დემო-სივრცე ოფიციალურად გახსნეს SUNMI-ის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის მმართველმა დირექტორმა ალექსანდრ ბესპალიმ, Penki Kontinentai Group-ის საბჭოს თავმჯდომარემ იდრაკას დადაშოვასმა და BS/2 Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ემილიო კირისმა. პროგრამა მოიცავდა სადემონსტრაციო სივრცის დათვალიერებას, ტექნოლოგიების დემონსტრაციასა და საქმიან შეხვედრებს.
BS/2 Georgia-ს ოფისში განთავსებული სივრცე აერთიანებს SUNMI-ის მოწყობილობებსა და BS/2-ის გამოცდილებას საგადახდო ინფრასტრუქტურის, თვითმომსახურებისა და პროგრამული ინტეგრაციის მიმართულებით. ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეაფასონ როგორც ცალკეული მოწყობილობები, ისე სრული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და მათი საკუთარ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობები.
BS/2 Georgia საქართველოში SUNMI-ის მოწყობილობებისა და საგადახდო ტერმინალების შემოტანას უზრუნველყოფს და კომერციულ ბანკებს მათი დანერგვისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით ემსახურება.
„SUNMI Home Tbilisi-ის გახსნა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის. აქ მომხმარებლებსა და პარტნიორებს შეუძლიათ პრაქტიკაში გამოსცადონ SUNMI-ის ტექნოლოგიები, ხოლო BS/2 უზრუნველყოფს მათ ბიზნესგარემოში ინტეგრაციისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას. ბაქოს ცენტრთან ერთად, თბილისის სივრცე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ჩვენს მომხმარებლებთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, - განაცხადა BS/2 Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.
გახსნას წინ უძღოდა BS/2 Georgia-ს გუნდის საერთაშორისო აღიარებაც: გუნდი SUNMI-ის გლობალური კამპანიის, Store Revolution-ის, გამარჯვებულთა შორის დასახელდა.
დღეს, 8 ოქტომბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილსიში, Fusion Georgia 2026: Banking & Retail, BS/2-ის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართება. ფორუმს რითეილ და საბანკო სექტორების წარმომადგენლები, ტექნოლოგიური პარტნიორები და დარგის ექსპერტები დაესწრებიან, სადაც SUNMI-ის მოწყობილობებიც იქნება წარმოდგენილი.
SUNMI Home Tbilisi ღიაა მომხმარებლებისთვის, პარტნიორებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
მისამართი: პიმენ ყურაშვილის ქ. 6, თბილისი




