ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის - პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.
პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ლი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.
ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათაო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.