ბოტანიკური ბაღის გადაწყვეტილებით, ფესტივალი ჩატარდება და გია გაბრიჭიძეს მიეძღვნება. გია გაბრიჭიძეს დიდი წვლილი მიუძღვის აღნიშნული ფესტივალის ორგანიზებაში წლების განმავლობაში, მისი დაწყებული საქმე კი გუნდის დანარჩენმა წევრებმა დაასრულეს, სწორედ მის პატივსაცემად გაიმართება “პურის ფესტივალი”, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით ‘’პურის ფესტივალი’’ მეოთხედ გაიმართება.
ღონისძიებას ქართული ფოლკლორული ანსამბლი გახსნის🎼

წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია🥖🍞
სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები მოეწყობა🥯

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ქართული ღვინის გილდიის მიერ წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს🍷ქართული ღვინის გილდიის მიერ შერჩეული იქნება მხოლოდ მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახეობის ღვინოები, რომლებსაც თავად მწარმოებლები წარადგენენ ფესტივალზე 🍷🍷🍷

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები📽
‘’პურის ფესტივალზე’’ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში👩🏻‍🍳

ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძე და ბენდი გააფორმებს🎹
ბოტანიკურ ბაღში ბილეთის საფასურია:
ზრდასრული - 4₾
სკოლის მოსწავლე - 50თ
პენსიონერი - 1 ₾
სტუდენტი - 1 ₾
სოც.დაუცველი - უფასო
სკოლამდელი ასაკის ბავშვები - უფასო
გელოდებით🤍

On the 23th-24st of September, the National Botanical Garden of Georgia is hosting Bread Festival
The inspiration of the Bread Fest came from the collection of botanical garden that includes the oldest, rare and endangered Georgian grain crops
September 23th - 12:00 PM - 6 PM
September 24th - 12:00 PM - 6 PM