„სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და ჩვენი ბიზნესწრეების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაელ ჯაბაროვმა საქართველო- აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიების შემდეგ განაცხადა, რომელიც სამი ქვეყნის 350-ზე მეტი დელეგატის მონაწილეობით წინანდალში გაიმართა. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა გახსნეს.
„ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი ვართარამხოლოდ გეოგრაფიით, არამედსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაარსებობით,მეგობრობითა და ნდობით. შემთხვევითი არარის, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციებისაქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდდოლარს აჭარბებს და ასობითაზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილისხვადასხვა სექტორში - ტურიზმში, უძრავქონებაში, წარმოებაში, სოფლისმეურნეობასა და სხვა სფეროებში. ვფიქრობ, ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივადგანახორციელეს ენერგეტიკულიუსაფრთხოების, სატრანსპორტოდერეფნებისა და ინფრასტრუქტურისგანვითარების მიზნით, დღეს ემსახურებაარამხოლოდ ჩვენი ერების ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც ფართორეგიონულ, ისე ევროპულენერგოუსაფრთხოებასა დადაკავშირებადობაში“ - აღნიშნა ჯაბაროვმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსეკონომიკის აქტიური ზრდის დინამიკას დაეკონომიკური სექტორების განვითარებას.
„ძალიან გვიხარია საქართველოს მდგრადიეკონომიკური ზრდა და ვულოცავთ ჩვენსმეგობრებსა და პარტნიორებს იმ შედეგებს, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს“ - განაცხადამიქაელ ჯაბაროვმა. მისივე შეფასებით, საქართველოს მომავალი მიმართულიაეკონომიკური კეთილდღეობის, მშვიდობიანიგანვითარების, რეგიონული ვაჭრობისა დაპარტნიორობის გაფართოებისკენ.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორი იყოსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტრო და საქართველოსსავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა დაინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკურიურთიერთობების საბჭო).




