E-Motors Georgia-ში ხელმისაწვდომია ჩინური ბრენდების ახალი და მეორადი ავტომანქანები. კომპანიის კატალოგში წარმოდგენილია სედანები, მაღალი გამავლობის ავტომობილები და მინივენები, ძრავის ტიპის მიხედვით კი არჩევანი შიდაწვის ძრავიან, ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო მოდელებს მოიცავს.
მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია რამდენიმე ბრენდის შეთავაზებას გაეცნოს, ავტომობილები ზომისა და აღჭურვილობის მიხედვით ერთმანეთს შეადაროს და სასურველი მოდელი ტესტდრაივზე გამოცადოს.
ახალი ავტომობილების კატალოგში Jetour-ის, IM Motors-ის, Forthing-ისა და Hongqi-ს უახლესი მოდელებია. მართვის დამხმარე სისტემები ქალაქში მოძრაობასა და პარკირებას ამარტივებს, ფართო სალონისა და კომფორტული სავარძლების გამო კი ხანგრძლივი მგზავრობაც ნაკლებად დამღლელია. ჰიბრიდული და ელექტრომობილები ენერგიას ეკონომიურად მოიხმარს, თანამედროვე ტექნოლოგიები და უსაფრთხოების მრავალფეროვანი ფუნქციები კი შედარებით ბიუჯეტურ მოდელებშიც ხელმისაწვდომია.
მეორად ავტომანქანებს შორის ამ ეტაპზე წარმოდგენილია IM Motors-ის მოდელები L6 და L7 სედანები და Hongqi HQ9 მინივენი, ჩამონათვალი კი პერიოდულად ახლდება. თითოეული მანქანა E-Motors Georgia-ს სერვისცენტრში ლიცენზირებული აპარატურით დეტალურად მოწმდება. ტექნიკოსები ქარხნული სტანდარტების მიხედვით აფასებენ ძრავის, ელექტრონული სისტემებისა და სავალი ნაწილის მდგომარეობას და ადგენენ, საჭიროა თუ არა რომელიმე ნაწილის შეკეთება ან შეცვლა.
ამასთან, ქარხნული გარანტია ვრცელდება ახალ დაcმეორად ავტომობილებზე. ზოგ ავტომობილზე საგარანტიო პირობებია 3 წელი ან 100 000 კმ, სხვებზე კი 6 წელი ან 190 000 კმ. გარანტია მოქმედებს ვადის ამოწურვამდე ან გარბენის ლიმიტის მიღწევამდე, იმის მიხედვით, რომელი დადგება პირველი. მეორადი მანქანის შეძენისას ძალაში რჩება გარანტიის დარჩენილი ნაწილი, რომელიც პირველი შეძენის თარიღისა და უკვე გავლილი მანძილის მიხედვით განისაზღვრება.
საგარანტიო მომსახურებისთვის და ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად E-Motors Georgia-სავტორიზებული ჩინური ავტო ცენტრი თბილისშიფუნქციონირებს, რომელიც შიდაწვის ძრავიან, ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს ემსახურება. ტექნიკოსები ავტომობილების პროგრამულ განახლებაზეც ზრუნავენ და შეკეთებისას მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს იყენებენ.
ახალი და მეორადი მანაქანები E-motors Georgia-ში, მულტიბრენდულ შოურუმშია წარმოდგენილი, რომელიც თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 131 ნომერში მდებარეობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ ტესტ-დრაივი და მიიღონ დეტალური ინფორმაცია სასურველი მოდელის, საგარანტიო პირობებისა და სერვისის შესახებ.




