„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2025 წლის დეკემბრის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში წარმოებული იყო 1,170974 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 19,1%-ით მეტია წინა წლის დეკემბერში წარმოებულთან (0,983518 მლრდ კვტსთ) შედარებით.

სულ, 2025 წლის განმავლობაში საქართველომ აწარმოვა 13,8377 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2024 წელს გამომუშავებულზე (14,2341 მლრდ კვტსთ ) 2,8%-ით ნაკლებია.

2025 წლის დეკემბერში საქართველოში იმპორტირებული იქნა 297,104 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1,5%-ით მეტია 2024 წლის დეკემბერში იმპორტირებულთან 292,735 მლნ კვტსთ) შედარებით.

სულ, 2025 წელს საქართველოში იმპორტირებულია 1,5575 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2024 წელს იმპორტირებულზე (1,2275 მლრდ კვტსთ ) 26,9% -ით მეტია.

საქართველოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილია 64,8 მლნ კვტსთ-ით (659.3 მლნ კვტსთ-დან 724.1 მლნ კვტსთ-მდე) ანუ 9,8%-ით, ოკუპირებული აფხაზეთის გარეშე საქართველოში (ცხინვალის რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და მისი ოდენობა საქართველოს ხელისუფლებას ქვემდებარე სტრუქტურებიდან ვერ კონტროლდება) კი 265,2 მლნ კვტსთ-ით (568,2 მლნ კვტსთ-დან 833,4 მლნ კვტსთ-მდე) ანუ 46,7%-ით.

2025 წელს საქართველომ ექსოპორტზე 511,2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გაიტანა, რაც 2024 წელს ექსპორტზე გატანილზე (1,0474 მლრდ კვტსთ) 51,2%-ით ნაკლებია.