საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის თებერვალში საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 2022 წლის თებერვალში გამომუშავებულზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.  

2023 წლის თებერვალში ჰიდროელექტროსადგურებმა 338 მილიონ 850 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, 2022 წლის თებერვალში კი 440 მილიონ 703 ათასი კვტსთ ანუ 23.1%-ით ნაკლები.

2023 წლის იანვარ-თებერვალში ჰიდროელექტროსადგურებმა 713 მილიონ 100 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი 950 მილიონ 995 ათასი კვტსთ ანუ 25.0%-ით ნაკლები.

ყველაზე მეტი ელექტროენერგია თებერვალში გამოიმუშავა ვარციხეჰესმა (49 მილიონ 669 ათასი კვტსთ), იანვარ-თებერვალში კი ენგურჰესმა (101 მილიონ 36 ათასი კვტსთ), თუმცა ორივე მათგანის მიერ როგორც თებერვალში, ისე იანვარ-თებერვალში უფრო ნაკლებია წარმოებული, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებში.

2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება 24 მარეგულირებელი და სეზონური ჰესიდან მხოლოდ ოთხმა ( „ხრამ ჰესი 2", „ჟინვალჰესი", „ხრამ ჰესი 1", „შაორჰესი) გაზარდა.